ენმ მოსამართლე ნაზღაიძის ძმის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, . საქმე გვაქვს კორუფციულ ფაქტთან და გარიგებასთან.
”ეს არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფო მოსამართლეს უხდის ქრთამს იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს თავისუფალი მედია, კერძოდ ”რუსთავი 2”. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს მოსამართლეს, რომელიც არის კორუმპირებული და წყვეტს ადამიანების ბედს. ასევე უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ასეთი ბინძური მოქმედებით ჩრდილი მიაყენეს სასამართლოს, თუმცა სასამართლო უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას ყველანაირი კომფორტი. ეს ძალიან საგანგაშოა და აქ არავითარ ევროპულ ღირებულებებზე საუბარი არაა”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, გამოძიების დაწყების და მისი ობიექტურად წარმართვის იმედი არა აქვს.