პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავა.
დაკავებულები არიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ბორჯომში ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტს, გიორგი გასვიანის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.