ENG / RUS       12+

თეიმურაზ სინჯიაშვილი: სახელმწიფო პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო უზურნველყოფს უმწეო მოსახლეობას, კარგი პირობებითაა გაცემული

რესპოდენტის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უამრავი სამედიცინო ცენტრი არსებობს დედაქალაქის მოსახლეობა სამკურნალო დაწესებულებებში სრულფასოვანი მკურნალობის ხელმიუწვდომლობას, თანამედროვე აღჭურვილობის არარსებობასა და კვალიფიციური ექიმების ნაკლებობას მაინც უჩივის. ასევე, თბილისელები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განუკთვნილი სადაზღვევო პაკეტის ხარვეზებზეც საუბრობენ. ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" სამკურნალო - პროფილაქტიკური ცენტრი #5-ის გენერალურ დირექტორს თეიმურაზ სინჯიაშვილს ესაუბრა.


_ მედიცინის სფეროში გატარებული რეფორმების შემდეგ დედაქალაქი სამედიცინო ცენტრების არსებობას არ უჩივის, რითია გამორჩეული თქვენი ცენტრი სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

_ ჩვენი ცენტრი მდებარეობს კალაუბნის ქუჩა #12-ში, ვარკეთილში და გამორჩეულია იმით, რომ ფაქტობრივად, ასრულებს იმ დანიშნულებას, რასაც უნდა ასრულებდეს. გვაქვს ყველანაირი აპარატურა იმ კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ამბულატორიული დიაგნოსტიკისთვის. მედიცინაში წამყვან როლს ასრულებს სწორი და დროული დიაგნოზის დასმა, რომელიც შემდეგ აადვილებს მკურნალობის პროცესს. ამისთვის გავქვს თანამედროვე აპარატურა. პირველ რიგში, მინდა დავასახელო რენტგენის აპარატი თავისი მშრალი გამამჟღავნებლით. ბიოქიმიურ და კლინიკურ ლაბორატორიაში, მხოლოდ და მხოლოდ უახლესი მოდელების ჰუმანას ანალიზატორებია, რომელიც გამორიცხავს გამოკვლევებში შეცდომას. გვაქვს ძალიან კარგი სამედიცინო რეაბილიაციისა და სპორტული მედიცინის დარბაზი, სადაც მიმდინარეობს ვარჯიშები. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტრენაჟორებით და გამოცდილი სპეციალისტების მიერ ხდება მკურნალობა სამედიცინო რებილიტაცის და სპორტიული ტრავმების შემთხვევაში. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ბავშვთა ასაკში სქოლიოზების მატებას, რომელსაც სჭირდება სწორი და დროული გამოვლენა და მკურნალობა. ამ მხრივ, ჩვენი ცენტრი ძალიან სერიოზულ მუშაობას ატარებს. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, რომ აპარატურა არის ექიმისთვის დამხმარე ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც ისმება დიაგნოზი, მაგრამ მთავარი მაინც ავადმყოფობის გამოვლენისა და მკურნალობისთვის არის ექიმი. ამიტომ ჩვენს ცენტრს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება დიპლომის შემდგომი მომზადების ინსტიტუტთან, რის შედეგადაც ხდება ექიმების მუდმივი მივლინება სხვადასხვა წამყვან კლინიკაში, იქ სპეციალური კურსის ასათვისებლად. ჩვენს ცენტრში ტარდება აბსულუტურად ყველა კვლევა, ყველა სპეციალისტი გვყავს. ასევე ორსულთა პატრონაჟი მიმდინარეობს. მონაწილეობას ვღებულობთ სახელმწიფო პროგრამებში. ვართ სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ბაზა, მთელი ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით. ასე რომ, მოხარული ვარ, ხალხმა დაიჯერა ის, რომ ამ ცენტრში გამოკვლევები ტარდება მაღალ დონეზე.

_ ექიმები ახსენეთ და სამედიცინო მუშაკები ხშირად უჩივიან ანაზღაურების სიმცირეს, თქვენთან რამდენად არიან ისინი უზრუნველყოფილნი?

_ ყველაფერი შედარებითია. ვიქნებოდი გაცილებით კამყოფილი, რომ უფრო დიდი ანაზღაურება იყოს. ვფიქრობ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან შედარებით ჩვენი ექიმების სახელფასო ანაზღაურება გაცილებით უკეთესია, რადგან მიღებული გავქვს პრინციპი: ექიმის ხელფასი დამოკიდებულია იმ თანხაზე, რომელსაც ეს ექიმი შემოიტანს, მაგრამ უკან დაბრუნების, ანუ სახელფასო ფონდის პრინციპით, უკან ვაბრუნებთ ამ ექიმის 55 პროცენტის ანაზღაურებას, რაც საკმაოდ მაღალია.

_ რამდენად ხელმისწადვდომია პაციენტებისთვის მკურნალობა?

_ გავითვალისწინეთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც ამ რეგიონს შეეფერება და სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი მოდის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფასები არ არის ძვირი.

_ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მრავალი პროგრამა მუშაობს, მაგრამ რეალურად ადამიანები მაინც უჩივიან არასათანადო მკურნალობას. ამის მიზეზს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოსახლეობის ამ ფენის არასათანადო უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუ სხვა მიზეზებიც არსებობს?

_ სახელმწიფო პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო უზურნველყოფს უმწეო მოსახლეობას, ძალიან კარგი პირობებითაა გაცემული. დანარჩენი - ეს თემა სადაზღვევო კომპანიების გადასაწყვეტი ხდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ნაკლებ ითვალისწინებს პაციენტის არჩევანს. მაგალითად, "ირაომ" აირჩია ჩვენი ცენტრი, როგორც საბაზო დაწესებულება და ამ მხრივ არც პაციენტებს, არც ჩვენ და არც სადაზღვევო კომპანიას არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია, გამომდინარე იქიდან, რომ ვთანამშრმლობთ აბსულუტურად ღია პრინციპით. ყველა მიდგომა არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტისკენ მიმართული. არ ხდება ექიმთა შეზღუდვა იმ აუცილებელი გამოკვლევებისთვის, რომელიც ავადმყოფს ესაჭიროება დიაგნოზის დასასმელად. სწორედ აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ასეთი კოლეგიალური დამოკიდებულებისთვის, როგორც ცენქტრის ექიმების ასევე პაციენტების მიმართ.


_ საუბრის დასაწყისში სპორტული მედიცინის დარბაზები ახსენეთ. როგორც ცნობილია, საქართველოში ეს ერთგვარი ახალი ხილია და რეალურად სპორტული მედიცინა განვითარებას ახლა იწყებს. თქვენს ცენტრში რამდენად კვალიფიციურად მკურნალობენ სპორტსმენებს?

- როდესაც დარბაზი სათანადო ტრენაჟორებთ აღვჭურვეთ, მივიღეთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. სამედიცინო უნივერსიტეტში არის სამედიცინო რაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია პავლე კაციტაძე. ხშირად გვქონდა მასთან კონსულტაციები და როდესაც აღვჭურვეთ ჩვენი დარბაზი, ამ დეპარტამენტიდან მოვიწვიეთ სპეციალისტები - როგორც სპორტული მედიცინის ექიმი, ასევე მეთოდისტი, რომლის კვალიფიკაციაშიც ეჭვი არ გვეპარება.

- ბოლოს ლაზერულ დიაგნოსტიკაზედაც უნდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ამ მიმართულებითაც მუშაობთ?

- მე ვარ შპს ლაზერ და მიკრო ქირურგიის კლინიკური ხელმძღვანელი. აქ კეთდება ოპერაციები ძირითადად ხორხზე. დავავადებათა უმეტესობის მკურნალობა თავისუფლად შეიძლება, როდესაც დიაგნოზი არის დასმული დროულად. თუ პაციენტი არ მიდის ექიმთან, ან მიდის დაგვიანებით, ხორხში ხშირად ხდება გადაგვარება ავთვისებიანი სიმსივნისკენ, სადაც უკვე ენტოლარინგიალურად ანუ ხორხის შენარჩუნებით ძნელდება ოპერაციების გაკეთება. ჩვენთან არის ძალიან თანამედროვე ცე 2 ლაზერის. იგი შეერთებულია საოპერაციო მიკროსკოპთან და გვაქვს საშუალება, უმრავლეს შემთხვევაში პაციენტს შევუნარჩუნოთ ხმა და მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია. ამ მხრივ ერთ-ერთი წმაყვანი პირობა არის ის, რომ ხმის ჩახლეჩის შემთხვევაში, ავადმყოფმა აუცილებლად მიმართოს კვალიფიციურ ექიმს. როდესაც ხორხში ჩნდება წარმონაქმნი, მან ტკივილი ან რამე დისკომფორტი არ იცის, მხოლოდ ხმა ეხლიჩება. ხშირად ფიქრობენ, რომ ავადმყოფი არის გაციებული. დანარჩენი ჩივილები ავადმყოფს ეწყება მაშინ, როდესაც უკვე ან ძალიან გაიზრდება ეს სიმსივნე, ან სუნთქვის გაძნელების პრობელმა დგება, ან უკვე, როდესაც ავთვისებიანი სტადიაა და ტკივილები ჩნდება. მოვუწოდებ ავადმყოფებს, მიხედონ ჯანმრთელობას და ხმის შეცვლის ან ჩახლეჩის შემთხევვაში მიმართონ ექიმს, რასაც მოჰყვება მათი ჯანმრთეობის სრული რეაბილიტაცია.

ავტორი: . .