რუსეთის ქმედებები სულ უფრო და უფრო ამცირებს მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის სფეროებს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა.
„ჯერ კიდევ არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა შეიძლება, თუმცა თანამშრომლობის პერსპექტივა სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს გზა რუსეთმა აირჩია,“-აღნიშნა კარტერმა.