ლევან ვარშალომიძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში წევრის უფლებამოსილება შესაძლოა ვადაზე ადრე შეუწყდეს. უმაღლეს საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ 28 ნოემბრიდან ამ ხნის განმავლობაში, ვარშალომიძე პრაქტიკულად არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა,
,,საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ის უარს იტყოდა დეპუტატის მანდატზე. დღეს პრაქტიკულად განცხადება საკანომდებლო ორგანოში არ არის შემოსული. ძალიან დიდია ამ მიმართულებით კითხვით ნიშნები. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ კიდევ დაველოდებით, ვიდრე განცხადებით არ მოგვმართავს. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი არის პოლიტიკური, არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, იმის გათვალისწინებით, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს“,- განაცხადა ნინო ჩხეტიამ.