ავლაბარში, დანის მუქარით ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს 50 ლარამდე თანხა წაართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.