გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, სამ მოქალაქეს, რომლებიც გასაბერი ნავით გადაადგილდებოდნენ, გამართულ, დამუხტულ მდგომარეობაში ჰქონდათ სანადირო თოფები და მოპოვებული ჰქონდათ 9 ცალი იხვი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს 3 სანადირო თოფი, 12 ცალი დამუხტული ვაზნა და 9 ცალი იხვი. გარემოზე მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ შეადგინა 270 ლარი.
შედგა შესაბამისი ოქმები.
მასალები შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.