,,სააკაშვილის 20 წლიან პოლიტიკურ წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ თვითონაც ვერ ხედავს გამოსავალს,“- აცხადებს გიგი უგულავა ,,ტვ პირველის“ ეთერში.
უგულავა სააკაშვილს უკრაინაში წასვლისა და საქართველოს მოქალაქობის დათმობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება გარკვეული მიზეზით მიიღო.
,,ლატენტური ტკივილი პრეზიდენტობის დაკარგვის... ეს იყო არასწორი პერსონალური გადაწყვეტილება, რამაც ჩემი აზრით იქაც ეროზია გამოიწვია უკრაინაში,“-ამბობს უგულავა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ოდესაში წასვლამ სააკაშვილს მოქალაქეობა დააკრგვინა, ,,ამით ბუნებრივად ის დამთავრდა როგორც ქართველი პოლიტიკოსი,“-ამბობს უგულავა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის ადამიანი, რომელიც ციხეში დაუმსახურებელად ზის დატოვოს საპატიმრო.