”ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს მიმართავან, რომ ბოკერიას ფლანგმა ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია დატოვოს. მისი თქმით, ამ ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან”.
,,ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის. გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან და კანონმდებლობიდან, ისინი ვერ განახორციელებენ ამ ქმედებებს. მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა. ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან”. ვურჩევ მათ, რომ ეს ენერგია და რესურსები გამოიყენონ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს ბერკეტები არის ინფორმაციის მიწოდება, წერილებით მიმართვა შესაბამისი კომიტეტისთვის და ბიუროსთვის. მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”, - განაცხადა მინაშვილმა.