გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დილის 9 საათისთვის მოხდა. წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობოთ უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი ერთი იყო. ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არის.