კომპანია „ცენტრ-პოინტის“, ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმეზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილი კატეგორიული წინააღმეგია, რომ პროკურატურის მოთხოვნას დათანხმდეს და პროცესები საავადმყოფოს პალატაში ჩატარდეს, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, მაია რჩეულიშვილს ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა იძულებულია, მკურნალობაზე უარი თქვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდეს.
,,მას უნდა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება და თუ სასამართლო ამის შესაძლებლობას მომცემს და ერთი თვით მაინც გადადებს პროცესებს, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს, ძალიან კარგი იქნება. სასამართლოს შემადგენლობა მაია რჩეულიშვილთან პალატაში რომ მივიდეს და მწოლიარეს სასამართლო პროცესო ჩაუტაროს, ამისი კატეგორიული წინააღმდეგია“, - აღნიშნა მარინე ცუცქირიძემ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება, რომელიც დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ერთი თვით სასამართლო პროცესების გადადების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ამის მიზეზად მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.