თბილისში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გაზით გაგუდვაა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცვები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.