მკვლელობა თბილისში - აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.