გლდანში ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაყობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.