ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 21 დეკემბერს, 12.00 საათზე გამოაცხადებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სასამართლო განხილვები ბრალდებულის და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით დღეს დასრულდა. ბრალდებული გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.