კომპანია „ცენტრ პოინტის“ აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი ირაკლი მინდელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.
მინდელი აცხადებს, რომ ბრალს იდივიდუალურ ნაწილში აღიარებს. ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა.
ამავე საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი კი, პროტესტის ნიშნად, სასამართლო პროცესს არ ესწრება. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.