ხვალ, 9 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატი ლალი აფციაური ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
ვლადიმერ ვახანია პატიმრობაში იმყოფება 2009 წლის 15 მარტიდან. მისჯილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის და 236 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 4-წლიანი სასჯელი. პატიმრის საქმეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ბოლო სასამართლო პროცესი უნდა გამართლიყო 2010 წლის 15 იანვარს, რომელიც გადაიდო და დღემდე არ ჩანიშნულა, რაც გახდა ადვოკატის პროტესტის საგანი.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ვახანიას უკანონო პატიმრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.