საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ სკოლებში მანდატურების ხელფასები პედაგოგთა ხელფასებს აღემატება. ამის შესახებ განცხადება ხერხეულიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას გააკეთა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში წარმატებულ ეკონომიკაზე ისაუბრა და აქცენტი პედაგოგთა ხელფასების გაზრდაზეც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, შარშან პედაგოგთა საბაზისო ხელფასები ორჯერ გაიზარდა - იანვარსა და სექტემბერში და საერთო ჯამში პედაგოგთა საბაზისო ხელფასმა 245 ლარს მიაღწია. პეტრაიშვიილს განცხადებას ხერხეულიძე გამოეხმაურა. მან ის ფაქტი გააპროტესტა, რომ პედაგოგთა ხელფასების ზრდის მიუხედავად, მათ უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე სკოლებში ახლად დანიშნულ მანდატურებს და მთავრობას აღნიშული პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად გაიზრდება პედაგოგთა ხელფასებიც.