თბილისის ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარს მაშველები ეძებენ. 14 წლის ბავშვი თბილისის ზღვაზე ორ მეგობართან ერთად არხში ჩავარდა ორმა წყლიდან ამოსვლა და გადარჩენა მოახერხა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორაციით, მოზარდები 106 და 117 სკოლის მოსწავლეები არიან.
მაშველების განცხადებით, წყალში სამძებრო სამუშაოების ჩატარება ჭირს, რადგან დაბალი ხილვადობაა.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები არხზე გადადიოდნენ, როცა დინებამ გაიტაცა და წყალში ჩავარდნენ.