"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძვნებელი ანზორ ქოქოლაძე კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს სასამართლოში "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქოქოლაძის პრესსამსახურმა აცნობა.
ახალი სარჩელი სასამართლოში ქოქოლაძის მიერ 6 ივნისს გავრცელებული განცხადების გამო, ცილის წამების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის შევა, რომელიც ანზორ ქოქოლაძის განცხადებით "თიბისი ბანკმა" ელიტ ელექტრონიქსის 55% წილის არაკეთილსინდისიერი გზით მითვისების გადასაფარად და საზოგადოების ყურადღების გადასატანად გამოიყენა.