თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მცირე დაზიანება "ეროვნული ფორუმის" პრესსამსახურის უფროსმა მაგად პოპიაშვილმა მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პოპიაშვილის მეუღლემ ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, ტაშკენტიდან კანდელაკის კვეთაზე გადასვლის დროს მათ კუთვნილი "ოპელის" მარკის ავტომანქანას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
შეჯახების დროს მცერე დაზიანება მაგადა პოპიაშვილმა მიღო, რომელიც ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მელაშვილის თქმით, მის მეუღლეს საავადმყოფოდან დღეს საღამოსვე გამოწერენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.