მტკვარში გადავრდნილ ქალის ძებნა მაშველებმა დილიდან კვლავ განაახლეს. სამაშველო სამსახურის ბრიგადები დაკარგულს გვიანობამდე უშედეგოდ ეძებდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, როგორც ქალბატონის ვინაობა, ისე მომხდარის დეტალები. შემთხვევას, მხოლოდ ერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლის განცხადებითაც, ქალი თავდაპირველად შველას ითხოვდა, თუმცა შემდეგ დინებამ გაიტაცა.