სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა მოინახულა. მშენებლობის დასრულების პროცესს გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოს, მინისტრთან ერთდ, Unicef-ის წარმომადგენლებიც გაეცნენ.
კალმახელიძის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარემონტდება ძველი შენობა და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც არასრულწლოვანთა საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მინისტრის თქმით, არსებული შენობა კვლავ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მოხმარდება, რადგან უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მათ განათლებასა და რეაბილიტაციას.
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.