ვარძიასთან, მტკვარში ჩავარდნილ ქუთაისელ მოზარდის ძებნას მაშველები კვლავ გააგრძელებენ.
17 წლის ალეკო ხაჩიტერაძის მოსაძებნად ადგილობრივი სამაშველო სამსახურის დასახმარებლად მყვინთავები თბილისიდანაც ჩავიდნენ.
ქუთაისის #33 საჯარო სკოლის მოსწავლე ალეკო ხაჩიტერაძე ვარძიაში ორი დღის წინ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ალეკო ხაჩიტერაძე მტკვარში მეგობრის დასახმარებლად ჩავიდა, როდესაც მდინარემ წაიღო. მისი მეგობარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მდინარიდან ამოიყვანეს, თუმცა მეორე მოზარდი ამოყვანე ვეღარ გადაარჩინეს.