ესპანეთის პოლიციამ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური, ამჟამად ესპანეთში მცხოვრები შაქრო კალაშოვი დააკავა.
კალაშოვის დაკავება ესპანეთის პოლიციამ მას შემდედ განახორციელა, რაც მას შესაბამისი თხოვნითა და კალაშოვის საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით ქართულმა მახრემ მიმართა.
კალაშოვის და ბოჭორიშვილის საქართველოში ექსტრადაცია ესპანეთში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა მოითხოვეს.
ერთი კვირის წინ ესპანეთის სასამართლომ კალაშოვს შვიდწელიწადნახევარი მიუსაჯა ფულის გათეთრებისათვის და მას 20 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა დღემდე კალაშოვის მიმართ დაკავების სანქცია განხორციელებული არ იყო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოტრანზიტის გზის გამოვლენა შეძლეს, რომლის საშუალებითაც ევროპაში ნარკოტიკები სამხრეთ ამერიკიდან საქართველოს გავლით ხვდებოდა. ნარკოტრაფიკის ორგანიზატორებად ესპანეთში მცხოვრები მაფიოზური კლანის ლიდერი შაქრო კალაშოვი და მისი თანამზრახველი ნუგზარ ბოჭორიშვილი სახელდებიან.