ნარკოტრანზიტში ჩართული კიდევ ორ ეჭვმიტანილის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ კი, სასამრთლომ დღეს კახა სვანიძეს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე დღეს სასამართლოზე ნარკოტრანზიტის საქმეში ახალი ეჭვმიტანილიც გამოჩნდა, კერძოდ კი თემურ გავაშეიშვილს, რომელიც გიორგი ჩეჩელაშვისლი ბიძა.
მას გერმანიდან მანქანები ჩამოჰყავდა, რომლის საშუალებითაც შემდეგ ნარკოტიკები გადაჰქონდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გავაშეიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, კახა სვანიძის ადვოკატმა ეჭვმიტანილის განთავისუფლებისთვის 10 ათასი დოლარის გირაოს სახით გადახდის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ნარკოტრანზიტში ჩართულ ხუთ ეჭვმიტანილს - ანასტასია ზაუტაშვილს, თენგო გურჩიანს, რომან მუსელიანს, მევლუდ სვანიძესა და გიორგი ჩეჩელაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.