ვაკე-საბურთალოს გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ავარია ვაკე-საბურთალოს გზაზე გადასასვლელთან მოხვდა, სადაც სამარშუტო ტაქსს BMW-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად სამარშუტო ტაქსის ორი მგზავრი დაშვდა. კერძოდ კი გულმკერდის არეში დაჟეჟილობა 72 წლის ქალმა, ხოლო ორწლინახევრის ბავშვმა დაზიანება თავის არეში მიიღო.
ორივე დაშავებული საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.