ქართული მახარე "რუსული მაფიის" მეთაურის შაქრო კალშოვის და ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნუგზარ ბოჭორიშვილის ესპანეთიდან ექსტრადაციას ითხოვს.
რუსული მედიის ინფორმაციით, კალაშოვის და ბოჭორიშვილის საქართველოში ექსტრადაცია ესპანეთში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა მოითხოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული მხარის წარმომადგენლებმა ესპანელ კოლეგებს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ კალაშოვის და ბოჭორიშვილის ექსტრადაცია განხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოტრანზიტის გზის გამოვლენა შეძლეს, რომლის საშუალებითაც ევროპაში ნარკოტიკები სამხრეთ ამერიკიდან საქართველოს გავლით ხვდებოდა.