ბათუმში დაკავებული ოქროს ბირჟის სამი თანამშრომელი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.
დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მათ შემოსავლების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კანონი ჯარიმის გადახდას ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ოქროს ბირჟის შვიდი მოვაჭრე დააკავეს. სამართალდამცელების მტკიცებით, მათ ოქრო ზედნადების გარეშე შემოჰქონდათ.