5 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსი თემაზე „მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია".
აღნიშნულ სწავლებას საჯარო რეესტრი მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ატარებს. ტრენინგში მონაწილეობას მიიღო სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში დასაქმებულმა თანამშრომლებმა, რომლებიც თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად ასრულებენ და მოქალაქეთა სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ ასევე ზოგად იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებითაც, რაც მათ მისცემს სათანადო ცოდნას და გამოცდილებას ტელეფონის საშუალებით, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ საჯარო რეესტრის მომხმარებლებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების პროგრამა 2007 წლიდან დაიწყო. ამ დროისათვის სააგენტოში 17 შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი მუშაობს. მათ აქვთ სათანადო განათლება, თუმცა ინვალიდობის გამო მოკლებულნი არიან გადაადგილების უნარს, ამიტომ დაკისრებულ სამუშაოს ისინი სახლიდან გაუსვლელად ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები