ნარკოტრანზიტში ჩართულ ხუთ ეჭვმიტანილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია ზაუტაშვილის, თენგო გურჩიანის, რომან მუსელიანის, მევლუდ სვანიძისა და გიორგი ჩეჩელაშვილის პროცესი დასრულდა.
ეჭვმიტანილები უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ეჭვმიტანილების გირაოთი გათავისუფლების შესახებ. გირაოს ყველაზე დიდი რაოდენობა სასამართლოს ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა შესთავაზა 100 ათასი ლარის ოდენობით, 20 ათასი ლარი შესთავაზა სასამართლოს გიორგი ჩეჩელაშვილის ადვოკატმა, მუსელიანის ადვოკატმა 10 ათასი ლარი 5 ათასი ლარი კი გურჩიანის ადვოკატმა.
დღესვე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ზაუტაშვილი, მუსელიანი და ჩეჩელაშვილი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ხოლო რაც შეეხება გურჩიანს, მისი ადვოკატის თქმით, იგი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.