ყვარელში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვები ორწლინახევრის ტყუპი გოგოები და სამი წლის ბიჭი წუხელ თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
მათ დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ერთ-ერთის წუხელვე ჩაუტარდა ოპერაცია. სამივე მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში გუშინ მოხდა.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანას ბავშვების დედა მართავდა.