ცოტა ხნის წინ, ვარკეთილის ხიდებთან ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე, დანგრეულია მგზავრთა გაჩერების პუნქტი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მომხდარზე დაწყებული გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.