ახალციხის პოლიციაში სოფელ ტურაველში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაკითხეს. პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ხიზაძემ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორისგან საჯაროდ ბოდიშისმოხდას მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს მუქარაში , მის თანხმლებ პირებს კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მოხდა. ბრალდებებს გუბერნატორი უარყოფს. პროვოკაციას უწოდებენ „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციაში ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.