ქუთაისში, სატვირთო მატარებელმა 28 წლის ამირან კუბლაშვილი გაიტანა.
კუბლაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა ნასვამი იყო და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ლიანდაგზე სეირნობდა.
გარდაცვლილის ახლობელების განცხადებით კუბლაშვილის დაღუპვა უბედური შემთხვევა იყო და მომხდარში არავის ადანაშაულებენ.