კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ლაგოდეხის დამოუკიდებელი სამედიცინო სასწავლებლის შპს „კვალის" დირექტორი თამარ ჯაჯანიძე და საქმის მწარმოებელი და მოლარე დალი რაზმაძე, რომლებმაც ერთ-ერთ მოქალაქეს 1800 ლარის სანაცვლოდ დაუმზადეს და გადასცეს ფარმაცევტის ყალბი დიპლომი.
სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილი უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.