სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს. რომან შენგელიას თქმით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, სურვილის შემთხვევაში აჩვენონ შემთხვევის ადგილი და სამართალდამცავების მოქმედების არეალი. კრწანისის სასწავლო ცენტრთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ პირს ამ დრომდე ეძებენ, გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა კი საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. ის ამტკიცებს, რომ მის შვილს სამხედრო ობიექტის გარეთ ესროლეს.