გიგა შენგელიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი „კრწანისის“ ცენტრის ტერიტორიაზე არ მოუკლავთ. რომან შენგელიას მტკიცებით, ამის შესახებ მას იმ ორმა პირმა განუცხადა, რომლებიც მის შვილს ახლდნენ.
,,ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციიით, განხორიელებულია 2 გასროლა. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას“, - განაცხადა გარდაცვლილის რომან შენგელიამ ჟურნალისტებტან საუბარში.