ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 67 წლის იურა აკობია და მისი 26 წლის ქალიშვილი ზიტა აკობია დანით მიყენებული ჭრილობებით სახლში დახოცილები იპოვეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი და გარდაცვლილის ნათესავი ირაკლი აკობია. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
მანამდე აღნიშნულ საქმეზე დაკავებული იყო მოკლულის ვაჟი ზაზა აკობია, მისი მეუღლე სოფო ჯიქია და კიდევ ორი პირი, თუმცა ამ დროისთვის სამართალდამცავებმა ისინი უკვე გაათავისუფლეს.
სოფელ დარჩელში 30 მაისს მოხდარი მკვლელობის ოფიციალური ვერსია სამართალდამცველების მხრიდან ჯერჯერობით არ ხმაურდება.