ისრაელმა ჰუმანიტარული "მშვიდობის ფლოტილიის" გემები გაათავისუფლა და პირობა დადო, რომ ღაზას სექტორისკენ მიმავალ გზას გახსნის. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ასევე მშვიდობის ფლოტილიის გემებზე მყოფი უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე. მათი ნაწილი უკვე იორდანიაში იმყოფება.
ოფიციალურმა თელ-ავივმა განაცხადა, რომ მზადაა საერთაშორისო საზოგადოების შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და ღაზას სექტორში შესატანად ნებადართული ჰუმანიტარულო პროდუქტების სიას გაზრდის მიზნით გადახედოს. ყოველივე ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეს თურქეთისთვის ცოტაა და იგი კვლავ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება.
სულ ისრაელის ხელისუფლებამ ევროპული სახელმწიფოებისა და ნატოს მოთხოვნით 860 დაკავებული გაათავისუფლა. მათმა ნაწილმა 12 მუსულმანური ქვეყნის 124-მა მოქალაქემ უკვე გადაკვეთა საზღვარი და იორდანიაში ჩავიდა.
მიუხედავად ამისა, თურქეთმა მომხდარის გამოძიება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოითხოვა და ისრაელის დათმობებს არასაკმარისად მიიჩნევს. თურქეთი აცხადებს, რომ იგი აპირებს ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის