საქართველოს პროკურატურამ ხუთ პრობაციონერს გადამზადების შუამდგომლობა გაუწია. 2 ივნისიდან ზვიად გაგნიძე, გიორგი მაჭარაშვილი, ლევან გუგუტიშვილი, კობა ბუხარაძე და თამაზ ბუთხუზი სსიპ `ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში~ იმ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რომლებიც მომავალში მათ დასაქმებისთვის გამოადგებათ.
ახალგაზრდები სასწავლო ცენტრში გორის რაიონის პროკურორებთან ერთად მივიდნენ და მათი სასწავლო კურსის პრეზენტაციასაც დაესწრნენ.
"გორის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობის გადაწყვეტილება ახალგაზრდების პირადი თვისებებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო _ ხუთივე მათგანი დადებითად ხასიათდება, მათ ოჯახებს კი ეკონომიკური პრობლემები აქვს. პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ კი ახალგაზრდებს დასაქმების შანსი უჩნდებათ, რაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი საშუალება იქნება~, _ განაცხადა გორის რაიონულმა პროკურორმა მიხეილ გოგორიშვილმა
საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმების პროგრამას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ახორციელებს. პროექტი ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხებში მოქალაქეთა და სამართალდაცველი ორგანოების თანამშრომლობას გულისხმობს, პროექტის მთავარი პრიორიტეტი დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაა. მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის დახმარებით ათზე მეტი პრობაციონერი დასაქმდა.