განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხაზე გამოწერილი ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრებლები: მამუკა გუტაშვილი და ინდივიდუალური მეწარმე დავით გობეჯიშვილი დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებმა სხვადასხვა დროს საერთო ჯამში დაამზადეს და გაასაღეს დაახლოებით 100 ცალზე მეტი ყალბი ზედნადები 500 000 ლარის ღირებულების ხის მასალაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.