ცოტნე გამსახურდია გლდანის მე-5 საპყრობილის საავადმყოფოში პატიმრების წამების ფაქტებზე საუბრობს და საკითხის შესასწავლად საერთასორისო საგამოძიები კომისიის შემქნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს პარლამენტში გააკეთა და აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომა გამართა.
როგორც სხდომაზე კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, მას დაუკავშირდა ციხეში მყოფი მისი ძმა ცოტნე გამსახურდია. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიამ მას ციხეში პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე ესაუბრა. კერძოდ, მის მოპირდაპირე საკანში მყოფ დავით ბესტაევს აწამებენ.
გარდა ამისა როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, ძმამ მიაწოდა ინფორმავცია, რომ ზეწოლა და წამება ხორციელდება სხვა პატიმრებზე. "ამ ინფორმაციის თანახმად პატიმარ ტარიელ საყვარელიძეს ცემის დროს ყური აახიეს, თუმცა ციხის ადმინისტრაცია აღნიიშულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საყვარელიძემ ყური კიბეზე ჩამოვარდნით დაიზიანა".
გარდა ამისა, გამსახურიას თქმით, პატმატრ დავით ბესტაევს ღამით ცემენ და ფსიქოტროპულ წამლებს უკეთებენ, რათა ტრავმები თავად პატიმარს დაბრალდეს. ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, ციხეში მყოფი 250 პატიმრიდან 50 პატიმატს ოჯახის წევრები საერთოდ არ ყავს, რითაც ციხის ადმინისტრაცია სარგებლობს და მათზე წნეხს უფრო ახორციელებს.
კონსტანტინე გამსახურდიმა სხდომაზე იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომლებიც ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, პატმართა წამებში არიან შემჩნეულები.. კერძოიდ ციხის უფროსის მოადგილე ცხედიანი. თანამშრომლები მექა მჟავანაძე, ბაკურ ქავთარაძე, რომან მიქავა, ექიმები ნუნუ მჭედლიშვილი და მაია მღებრიშვილი.
რაც შეეხება ცოტნე გამსხურდიას როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, მას ჩამორთმეული აქვს წერილების გაგზავნისა და მიღების უფლება. ასევე არ ეძლევა ტელეფონით სარგებლობის საშუალება და გარდა ამისა, ცოტნე გამსახურდიას არც ერთ საჩივარს და განცხადებას არ იღებს ციხის ადმინისტრაცია.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, პროკურატურა გლდანის ციხის საავადმყოფოი მიმდინარე პროცესებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა და მიიჩნევს რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი იქნება ცოტნე გამსახუდრსიას ინიციატივა საერთაშორისო კომისიის შექმნასთნა დაკავშირებით რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.