პროკურატურა ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს. უწყებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღე მიმართა.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 საათში უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული დრო ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს მოსამართლე რევაზ ნადარაია განიხილავს.
ტრანსგენდერ ქალს თავს 14 ოქტომბერს დაესხნენ. მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.