დღეს, საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების ჩატარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.
პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობებისა და ტრავმების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და სხვ. საწყის ეტაპზე მომზადებას გაივლის მანდატურთა მომზადების კურსის 48 მსმენელი.