5-11 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ასევე სგპ სარფსა და ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, კანონდარღვევის 2 შემთხვევა (185,86გრ, 67.37გრ. ჯამში 255,23გრ.) დაფიქსირდა სგპ სადახლოზე. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 16,823.18 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 16,823.18 ლარი.
სგპ სარფსა და ყაზბეგში გამოვლენილი საქონლის, არადეკლარირებული ოქროსა (245,08გრ.) და ვერცხლის (24,81 გრ.) ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 14,519.09 შეადგინა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 14,519.09 ლარის ოდენობით.