წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი ტუალეტში იპოვეს.
როგორც 2030.news-ს სოფლიდან აცნობეს, ახალგაზრდა ქალმა სახლში იმშობიარია და ჩვილი ტუალეტში ჩააგდო.
მათივე ცნობით, ქალს სამი შვილი ჰყავს, მეუღლე კი, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.
ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარი შსს-ში დაადასტურეს. გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობოლის მკვლელობას გულისხმობს.