ესპანეთის სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი კრიმინალური კაპიტალის ლეგალიზაციაში დამნაშავედ სცნო და შვიდწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კრიმინალურ წრეებში შაქრო მოლოდოით ცნობილი კალაშოვი ე.წ. "რუსული მაფიის" ლიდერად მიიჩნევა. სასამართლოს მიერ მოყვანილი მონაცემებით დანაშაულებრივი დაჯგუფება კრიმინალურ თანხას ესპანეთის უძრავ ქონებაში დებდა, ყიდულობდა რესტორნებს, ძვირფას ავტომობილებს და სხვადასხვა აქტივებს.
მანმადე ანალოგიური ბრალდებით დააპატიმრეს დაჯფუფების სხვა წევრებიც _ საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
კალაშოვი 2006 წელს არაბეთის გაერთიანებულ სააემიროებში დააკავეს და ესპანეთის ხელისუფლებას გადასცეს. 2010 წლის მარტში 300 ათასი ევროს მოცულობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
საქართველოში კალაშოვს დაუსწრებლად 18 წელი კანონიერი ქურდობის გამო აქვს მისჯილი.