სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 19 წლის ზვიად ლუკავა, რომელიც ეჭვმიტანილია წალენჯიხაში მდებარე მაცხოვრის სახელობის ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოების ძარცვაში.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო