შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიებისას მოპოვებულმა უტყუარმა მტკიცებულებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
„დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს - ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც, ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, საქმის ფიგურნატების ნაწილი მიმალვაში იმყოფება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დარჩო ხეშუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. ის ასევე არ საუბრობს თავდამსხმელების შესაძლო მოტივზე. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რატომ ჰქონდა სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთ ტელევიზიას, მღებრიშვილი განმარტავს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.
„ამ სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა გაგვემჟღავნებინა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სადაც მივდივართ შემთხვევის ადგილზე, თქვენ გვხვდებით ხოლმე და ძალიან ოპერატიულები ხართ. ჩვენ არავისთვის არ გვითქვამს და არცერთი მედისაშუალებისთვის არ